საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფრაიბურგის გამოყენებითი მეცნიერებების კათოლიკური უნივერსიტეტის  სტუდენტებისა და პროფესორების სასწავლო ვიზიტი თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ფრაიბურგის გამოყენებითი მეცნიერებების კათოლიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა და პროფესორთა დელეგაციას უმასპინძლა, რომლებიც თსუ-ს სასწავლო ვიზიტით სტუმრობდნენ.


სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება ფრაიბურგის გამოყენებითი მეცნიერებების კათოლიკურ უნივერსიტეტთან მჭიდროდ თანამშრომლობს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მხარდაჭერით. აღნიშნული სასწავლო ვიზიტის ფარგლებში სოციალური მუშაობის საბაკალავრო საფეხურის გერმანელ და ქართველ პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შორის სამუშაო შეხვედრები გაიმართა, თსუ პროფესორებმა გერმანელ სტუდენტებს საქართველოში სოციალური მუშაობის განვითარების თავისებურებები გააცნეს.

 

მაისში ფრაიბურგში იგეგმება თსუ-ს სოციალური მუშაობის მიმართულების სტუდენტებისა და პროფესორების სასწავლო ვიზიტი, რომელსაც გერმანული მხარე უმასპინძლებს. 


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური მუშაობა 2006 წლიდან ისწავლება. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოქმედებს სოციალური მუშაობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. სოციალური მუშაკები მნიშნველოვან როლს ასრულებენ ქვეყანაში ბავშვთა კეთილდღეობის, მართლმსაჯულების, განათლების, ჯანმრთელობის სფეროებში და, ზოგადად, სხვადასხვა დაუცველი ინდივიდისა თუ ჯგუფის მხარდაჭერის, მათი კეთილდღეობის ამაღლებისა და უფლებების დაცვის პროცესში.

 

თარიღი: 24/03/2023